უცხოეთი

გერმანიის რკინიგზა უკრაინულ ხორბალს პორტებში გადაიტანს

უკრაინული ხორბალი
1658388137
დაკოპირებულია

გერმანული კონცერნი Deutsche Bahn (გერმანიის რკინიგზა) უკრაინული ხორბლით დატვირთულ კვირაში რამდენიმე მატარებელს პორტებში გააგზავნის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ტვირთის უდიდესი ნაწილი გერმანიაში რუმინეთის და პოლონეთის გავლით მოხვდება. გერმანიის რკინიგზა უკრაინული ხორბლის გადასატანად გამოიყენებს ქსელს, რომელიც აქამდე ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

უკრაინის აგრარული პოლიტიკის და სურსათის მინისტრის ნიკოლა სოლსკის განცხადებით, ქვეყნიდან 18 მლნ ტონა მარცვლეულის გატანაა აუცილებელი, რომელიც ომის წინ დაგროვილი მოსავალია. ახალი მოსავალი დაახლოებით 40 მლნ ტონა იქნება.

13 ივლისს უკრაინის, რუსეთის თურქეთის და გაეროს წარმომადგენლები სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე სამი უკრაინის პორტის დე-ბლოკადაზე და იქიდან ხორბლის ექსპორტზე შეთანხმდნენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი

📌 „ბევრი ჭორი დადის პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ის სრულად ჯანმრთელია“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი