მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სროლის შედეგად რამდენიმე ადამინი დაიჭრა

სროლა დიუსელდორფში

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აუდიტორიაში სტუდენტმა სროლა ატეხა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა. მისი ვინაობა არ სახელდება. პოლიციამ სროლის ადგილს ალყა შემოარტყა და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სტუდენტი იყო. ის რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.