მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონელი მილიარდერი კოსმოსში გაემგზავრა, სადაც გოლფის თამაშს აპირებს

იაპონელი მილიარდერი იუზაკუ მაეძავა იმ მდიდარი ადამიანების სიას შეუერთდა, რომლებიც კოსმოსში მოხვდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.  

მაეძავა რუსული ხომალდით ყაზახეთიდან, ბაიკუნურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.

იგი კოსმოსში 12 დღეს გაატარებს, სადაც 100 სხვადასხვა აქტივობის შესრულებას გეგმავს, მათ შორის გოლფის თამაშსაც.

მაეძავამ გამგზავრებამდე კოსმოსის გარემოზე მარტივად შეგუებისთვის სავარჯიშო პროგრამა გაიარა, რომელიც დახრილ საწოლზე ძილს, სკამზე ტრიალს და ბადმინტონის ხანგრძლივ თამაშს მოიცავდა. 

იგი აპირებს, რომ მოსახლეობას აჩვენოს, თუ როგორია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრება. 

იაპონელ მილიარდერს კოსმოსური მოგზაურობა 88 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2023 წელს მაეძავა მთვარეზე გაფრენასაც გეგმავს.