მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ვულკანი ინდონეზიაში

ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

დაშავებულთა უმრავლესობას ძლიერი დამწვრობა აღენიშნება.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ კუნძულზე გაუქმდა ფრენები, პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობაც. 

ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. 

ვულკანი სემერუ ბოლოს იანვარში ამოიფრქვა.