მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში ვულკანმა ფერფლის ქვეშ რამდენიმე სოფელი დაასამარა (ვიდეო)

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანის სემერუს ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე სოფელი ფერფლით დაიფარა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი. დაშავებულია რამდენიმე ათეული და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. მაშველები სამძებრო ოპერაციას ახორციელებენ.

ვულკანის ამოფრქვევა 4 დეკემბერს დაიწყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რამდენიმე წუთში „დღე ღამით შეიცვალა“.

სემერუ ინდონეზიის არქიპელაგის 130 მოქმედ ვულკანს შორის არის.