მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იორდანიაში კოვიდინფიცირებულის არასწორად მკურნალობის გამო ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს პატიმრობა მიესაჯა

იორდანიის საავადმყოფო

იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

პაციენტები მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც კლინიკის პერსონალმა ჟანგბადის არ ქონის გამო შესაბამისად ვერ იმოქმედა.

აღნიშნული შემთხვევა ჯანდაცვის სისტემის დაუდევრობად შეფასდა და მომხდარმა ბევრ ქალაქში ანტისამთავრობო პროტესტი გამოიწვია. 

ჯანდაცვის მინისტრმა ნათირ ობეიდატმა თანამდებობა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა.

მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ სახელმწიფო საავადმყოფოებში ათობით თანამდებობის პირი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის არასწორი მართვისა და კორუფციის აღკვეთის კამპანიის ფარგლებში გაათავისუფლა.