მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს წამებით დაემუქრა - CNN

მსოფლიო ჩემპიონატი

ირანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრა, თუ ფეხბურთელები სამშაბათს, 29 ნოემბერს, აშშ-სთან მატჩის წინ „კარგად არ მოიქცევიან“. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს.

მას შემდეგ, რაც ირანელმა ფეხბურთელებმა 21 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ მატჩის გახსნაზე უარი თქვეს ჰიმნის შესრულებაზე, მოთამაშეები დაიბარეს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრებთან შეხვედრაზე.

წყაროს განცხადებით, მათ უთხრეს, რომ თუ ისინი არ იმღერებენ ეროვნულ ჰიმნს ან შეუერთდებიან რაიმე პოლიტიკურ პროტესტს თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ, მათი ოჯახები „ძალადობასა და წამებას“ წააწყდებიან.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებმა უელსის წინააღმდეგ მეორე თამაშის წინ ჰიმნი იმღერეს.

წყარო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კატარში მოქმედ ირანის უსაფრთხოების სააგენტოებს ახლოდან აკვირდება, განაცხადა, რომ კატარში IRGC-ის ათობით ოფიცერი შეიყვანეს ირანელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ასევე, ფეხბურთელებს ეკრძალებათ  უცხოელებთან შეხვედრა.

„კატარში ირანელი უსაფრთხოების ოფიცრების დიდი რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და აკონტროლებენ მოთამაშეებს“, - თქვა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდი 3 დეკემბრამდე

👉 ჯანმომ „მაიმუნის ყვავილს“ სახელი გადაარქვა