მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის განცხადებით, საელჩოზე თავდასხმამ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს

ირანი

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ უთხრა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს. ამის შესახებ aljazeera იტყობინება. 

რაისსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 28 იანვარს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც ირანის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოთქვა და განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„ირანისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა არ უნდა დაუშვან, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს იმ ადამიანების ქმედებებმა, რომლებსაც ორი ერისთვის ცუდი სურთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ალიევმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და განაცხადა, რომ დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას აპირებს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  მხარდამჭერები მონაწილეობენ უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში - მელია

➖  გენერლები პუტინს ევედრებიან, დიდი შეტევა არ წამოიწყოს - არესტოვიჩი

➖  რუსეთის მოქალაქეებად არ მივიჩნევ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

➖  შოლცის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაუშვებელია

➖ მოსკოვში კაცმა შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა

➖ ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა

➖ დამპყრობლების მიერ განადგურებული მარიუპოლის აღდგენას სავარაუდოდ, 8 წელი დასჭირდება - უკრაინული მხარე