მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის პრეზიდენტმა ცნობილი ფიზიკოსის მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ ბირთვული ფიზიკის ცნობილი სპეციალისტის მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობაში პირდაპირ ისრაელი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ბირთვული დარგის განვითარებას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

„ფაჰრიზადეს მკვლელობა ჩვენი მტრების სიძულვილის დონეს აჩვენებს. მისი წამებული დაღუპვა ჩვენს მიღწევებს ვერ შეაჩერებს“ - განაცხადა რუჰანიმ ირანის ტელევიზიის ეთერში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, ცნობილი ირანელი ფიზიკოსი მოხსენ ფაჰრიზადე თეირანის მახლობლად მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ფაჰრიზადე ატომური ფიზიკის პროფესორი იყო იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტში, ის ასევე ირანის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლად მუშაობდა.

ირანის ბირთვულ პროგრამას დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. აშშ და ევროკავშირი ეჭვობენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.