მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა, რადგან ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - Reuters

ირანმა აშშ-ს სანქციები დაუწესა

ირანმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რადგან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლება ერთთვიანი მოლაპარაკებების ფონზე ჩიხშია. ამის შესახებ Reuters წერს.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დისიდენტური ჯგუფის მუჯაჰედინ-ე-ხალქის (MEK-ის) მხარდაჭერისთვის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

წარსულში ათობით ამერიკელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სხვადასხვა მიზეზის გამო, ირანის ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ჩამოართვას ნებისმიერი აქტივი ამ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ირანში ფლობენ, მაგრამ ასეთი აქტივების აშკარა არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, სიმბოლური იქნება.

ცნობილია, რომ ჯულიანმა, პომპეომ და ბოლტონმა მონაწილეობა მიიღეს MEK-ის ღონისძიებებში და ამ ჯგუფის მიმართ გამოხატეს მხარდაჭერა.

მანამდე, ირანმა იანვარში 51 ამერიკელს დაუწესა სანქციები, აპრილში კი კიდევ 24 ამერიკელი შეიყვანა შავ სიაში.

ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ბირთვული პაქტის აღორძინების შესახებ 2015 წლის ნოემბერში ვენაში დაიწყო და ივნისში ყატარში გაგრძელდა. მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში აღმოჩნდა.

2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეწყვიტა შეთანხმება და მას ირანის მიმართ ზედმეტად რბილი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებს სურდათ უგლეგორსკის თბოსადგურის ხელში ჩაგდება, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ - უკრაინის გენშტაბი

👉უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

👉 „საკუთარი უსაფრთხოება ხომ მაინც უნდა განაღვლებდეს...უნდა შეწყვიტო პრეტენზიები და დაეხმარო უკრაინას, წერტილი“ - იენს სტოლტენბერგი

👉 ზაპოროჟიეს ოლქისკენ მტრის ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება - პეტრ ანდრიუშჩენკო

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა