მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანმა და „გაზპრომმა“ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ხელი მოაწერეს

„გაზპრომი“

ირანის ნავთობის ნაციონალურმა კომპანიამ  (NIOC) და რუსული გაზის კომპანიამ „გაზპრომმა“ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

შეთანხმების ხელმოწერა ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ხელმოწერა იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც თეირანში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი შედგება. პუტინი ირანის და თურქეთის ლიდერებს უნდა შეხვდეს.

SHANA-ს ინფორმაციით, „გაზპრომი“ NIOC-ს გაზის ახალ საბადოებზე საძიებო სამუშაოების წარმოებაში დაეხმარება. ასევე „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის გათხევადების და საექსპორტო გაზსადენების მშენებლობის პროექტებში მიიღებს მონაწილეობას.

ირანი მსოფლიოში მეორე ადგილზეა გაზის მარაგის მიხედვით, მაგრამ დასავლეთის სანქციები გაზის ექსპორტის განვითარებას აფერხებს.

„თეირანში პუტინის ვიზიტს დასავლეთი აკვირდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ნავთობის და გაზის მნიშვნელოვნად გაძვირდა, რამაც ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნა", - წერს Reuters.  

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თუ არ შეასრულებენ დაპირებებს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი