უცხოეთი

ირანსა და ატომური ენერგიის სააგენტოს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ირანთან მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე
1637832854
დაკოპირებულია

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, „გაფართოებულ მოლაპარაკებას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხებოდა, შედეგი არ  მოჰყვა“.

თავის მხრივ ე.წ. „ევროსამეულმა“, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, და გერმანიამ განაცხადეს, რომ არსებობს ეჭვები, რომ თეირანს სულ მცირე ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი ურანი გააჩნია. „ირანის მიერ ურანის გამდიდრების გაგრძელების შედეგად ბირთვული მუხტის შესაქმნელად აუცილებელი დრო მცირდება“ - წერია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორებს ასევე იმედი აქვთ, რომ აშშ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დაუბრუნდება. ვაშინგტონი ამ შეთანხმებიდან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გავიდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს „ევროსამეულმა“ და აშშ-მა მოუწოდეს თეირანს, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაუბრუნდეს. თეირანი კი დასავლეთისგან მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.