უცხოეთი

ირანში კორონავირუსით ერთ დღეში 97 ადამიანი გარდაიცვალა

მსხვერპლი ირანში
1584192179
დაკოპირებულია

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 611-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 729-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპვის 97 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ცნობისთვის, ირანი, იტალიის შემდეგ, იმ ქვეყნების სამეულშია, რომელიც ჩინეთის გარეთ კორონავირუსით ყველაზე მეტად დასენიანდა.

შეგახსნებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.