მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი 12 წელზე უფროს მოზარდებს ბუსტერული დოზების გაკეთებას სთავაზობს

ვაქცინის მესამე დოზა ისრაელში

ისრაელი 12 წელზე უფროს მოზარდებს ვაქცინის მესამე, ბუსტერული დოზის გაკეთებას სთავაზობს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ეს გადაწყვეტილება მოსახლეობაში დელტა შტამის სწრაფი გავრცელების გამოა მიღებული. თავდაპირველად ბუსტერულ დოზას მოხუც ადამიანებს უკეთებდნენ, ახლა კი ეს რეკომენდაცია მოზარდებსაც ეხება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობა 6 თვის შემდეგ შემცირდა და შესაბამისად, მესამე დოზის გაკეთება გახდა აუცილებელი. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარონ ალროი პრეისმა განაცხადა, მესამე დოზის შემდეგ ადამიანები 10-ჯერ უფრო დაცულები იქნებიან.

ამ დროისთვის ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით ორი მილიონი ადამიანია აცრილი. ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას აშშ, გერმანია და კანადაც გეგმავენ.