მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს

ისრაელის დროშა

ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს. გარდა ამისა, ქვეყნის მოქალაქეებისთვის იარაღის მოპოვება გამარტივდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტვიტერზე დაწერა. 

მან იერუსალიმში მომხდარი ტერაქტების რეაგირებაზე ისაუბრა. 

„პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა კაბინეტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. ისრაელის გადაწყვეტილებაა იარაღის მქონე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდა. ისრაელი უარს იტყვის პირადობის მოწმობების გაცემაზე იმ ტერორისტების ოჯახებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. ეს კანონი ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილება“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ისრაელის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა ქვეყნის პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება, ასევე მასობრივი დაპატიმრებები და მიზანმიმართული ოპერაციები უკანონო იარაღის მოპოვების მიზნით. 

თავდასხმები იერუსალიმში

 ერთ დღეში იერუსალიმში ორი ტერაქტი მოხდა. იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

მეორე შემთხვევა ქალაქის სხვა უბანში მოხდა. 13 წლის პალესტინელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი დაჭრა, ისრაელის ხელისუფლებამ ამ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.