მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი ვაქცინირებულ და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ტურისტებს პირველი ნოემბრიდან მიიღებს

ისრაელი ვაქცინირებულ და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ტურისტებს პირველი ნოემბრიდან დაუშვებს

პირველი ნოემბრიდან ისრაელი ვაქცინირებულ და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ტურისტებს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას times of israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა.

ისრაელში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან დაიშვებიან, რომლებიც ინფექციის მაღალი მაჩვენებლების გამო ე.წ. წითელ სიაში არ არიან.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ის ტურისტები დაიშვებიან, რომლებიც აცრილნი არიან: „ფაიზერი“ „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

„ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში მეორე ან მესამე დოზის გაკეთებიდან ისრაელში შესვლამდე 7 დღე უნდა გავიდეს, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში 14 დღე.

ადამიანი, რომელიც არ არის ვაქცინირებული უნდა გაიაროს 14-დღიანი კარანტინი.