
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. მანამდე კი პალესტინელმა „ბოევიკებმა“ ისრაელს რამდენიმე რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ usnews.com იუწყება.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, მათ ავიაიერიში დაჯგუფება „ჰამასის“ რაკეტების მიწისქვეშა ქარხანაზე და საწვრთნელ ბანაკზე განახორციელეს.
ისრაელში 16 ივლისს ორჯერ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა. ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო სამი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15 ივლისს ისრაელში სწორედ პალესტინელებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩავიდა. ამის შემდეგ ის საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც მოლაპარაკების ძირითადი თემები, სავარაუდოდ, ნავთობის მოპოვების გაზრდა იქნება, რათა რუსული ნავთობის ჩანაცვლება მოხდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს
👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი