უცხოეთი

ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა განაახლა

ღაზას სექტორის დაბომბვა
1659790231
დაკოპირებულია

ისრაელმა 6 აგვისტოს ღაზას სექტორის დაბომბვა განაახლა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას ბომბავენ. მათი ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ისრაელის დასაბომბად ემზადებოდა.  ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ღაზას დაბომბვის დროს რაკეტები სამ სახლს დაეცა. ერთი მთლიანად განადგურდა. პალესტინური მხარის ცნობით, დაიღუპა 12 და დაიჭრა 84 ადამიანი.

საპასუხოდ პალესტინელებმა 160-მდე რაკეტა გაუშვეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა. ისრაელის მხრიდან არავინ დაშავებულა.

გაერო, ეგვიპტე და ყატარი ისრაელს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ექსპერტები წერენ, რომ კონფლიქტის ესკალაცია იმაზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა მასში პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“.

5 აგვისტოს ისრაელმა განაცხადა, რომ მან ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობის ლიდერი ტაისირ ალ-ჯაბარი გაანადგურა. მასთან ერთად კიდევ 15 „ბოევიკი“ დაიღუპა.