უცხოეთი

ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ

ახალი პრეპარატი ისრაელში
1628866738
დაკოპირებულია

ისრაელში შექმნილი ახალი პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტების 90% 5 დღის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ jpost.com იუწყება.

კვლევები საბერძნეთში ჩატარდა. პრეპარატი, ძირითადად, კორონავირუსის მძიმე ფორმის მქონე პაციენტების შემთხვევაში იყო გამოყენებული. 30-დან 29 პაციენტი მოკლე დროში სრულად გამოჯანმრთელდა.

„კვლევების ძირითადი მიზანი იყო პრეპარატის უსაფრთხოების დადგენა. დღეს ჩვენ არ დავარეგისტრირეთ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არცერთი ჯგუფის პაციენტში“, - განაცხადა პროფესორმა ნადირ არბერმა.

პრეპარატი CD24-ის მოლეკულის ბაზაზეა შექმნილი და ისრაელის მეცნიერები ამ მოლეკულის შესწავლას 25 წლის განმავლობაში აწარმოებენ.

პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში იმუნური სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ COVID-19-ის დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურად იწყებს მუშაობას და ეს ციტოკინური შტორმის სახელით არის ცნობილი. ამ დროს იმუნური სისტემა ინფიცირებულების გარდა, ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს. ახალი პრეპარატი კი ადამიანის იმუნურ სისტემას არეგულირებს და ამ მექანიზმის მუშაობას აბალანსებს.

ახალი პრეპარატის გამომგონებლები აცხადებენ, რომ ის ე.წ. ეკზოსომების მეშვეობით ინფიცირებული უჯრედის სწორედ ამ ნაწილზე მოქმედებს, რასაც ორგანიზმის სწრაფი გამოჯანმრთელება მოჰყვება.

კვლევების ჩატარება ისრაელშიც იგეგმება. პრეპარატის გამომგონებლები აცხადებენ, რომ ამ მეთოდით მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი და შედარებით იაფი ქონება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ფაიზერი და მოდერნა ბუსტერული დოზებით მილიარდობით დოლარის მოგებას მიიღებენ - Reuters

🔅 ჯანმო კორონავირუსის წარმომავლობის გამოძიებას განაახლებს