
სოციალური ქსელების გიგანტმა კომპანიამ Meta-მ თავის ისტორიაში პირველად შემოსავლების შემცირების შესახებ განაცხადა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
მედიასაშუალება წერს, რომ კომპანიის შემოსავლების შემცირება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ შემოსავლების შემცირება გამოწვეულია რეკლამის ხარჯების შემცირებით. ამასთან, დიდია კონკურენტი კომპანიის TikTok-ის გავლენა და ზემოქმედება ბაზარზე.
Meta-სთვის კონკურენტებია Google, Twitter-ი, Snap-ი, TikTok-ი.
გარდა ამისა, Google-ის მშობლიურმა კომპანიამ Alphabet-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისი ყველაზე ნელი კვარტალური ზრდის შესახებ ისაუბრა.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Meta ანელებს ინვესტიციების ტემპს და გეგმავს „სტაბილურად შეამციროს“ თანამშრომლების ზრდა მიმდინარე წელს.
„ეს არის პერიოდი, რომელიც მოითხოვს მეტ ინტენსივობას, მოველით, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ ნაკლები რესურსებით“, - განმარტა მარკ ცუკერბერგმა.
გარდა შემოსავლების შემცირებისა, კომპანიის ერთ-ერთი გამოწვევა, მთავარი ოპერაციული დირექტორის შერილ სანდბერგის თანამდებობიდან წასვლა იყო.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Meta-მ აპრილ-ივნისის პერიოდში ერთ აქციაზე 6,69 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. 10,39 მილიარდი დოლარიდან ეს 36%-ით ნაკლებია.
შემოსავალმა 28,82 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის 29,08 მილიარდ დოლართან შედარებით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 „ტურისტებს აფრთხილებენ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“ - მასშტაბური ხანძარი გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე
👉 ძლიერ წვიმას და მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - სტიქია ირანში
👉 „მსხვერპლთა შორის ოჯახის 4 წევრი იყო“ - მეხის დაცემის შედეგად ინდოეთში 50-მდე ადამიანი დაიღუპა