უცხოეთი

იტალიასა და საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი საბერძნეთში
1658311231
დაკოპირებულია

იტალიასა და საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

იტალიაში მდებარე ტოსკანას რეგიონში სახანძრო ბრიგადები ხანძრების ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. ტერიტორიიდან უკვე ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მიმდინარე კვირაში ტყის ხანძრები იტალიის რამდენიმე რეგიონში გაჩნდა, რადგან რეკორდულად ტემპერატურა მატულობს.

მეორე დღეა ხანძარი მძვინვარებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობლად, რის გამოც უკვე სულ მცირე ცხრა დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ძლიერი ქარი და დაკვამლიანება ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ხელს უშლის.