
იტალიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ქვეყანა სავაჭრო აქტივობას აჩერებს. იტალიაში ასევე დაიხურება კვების ყველა ობიექტი.
ქვეყანაში მოქმედი რჩება საბანკო, სადაზღვეო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორი. მუშაობას ასევე გააგრძელებენ საწარმოები, თუმცა უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით 827 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა ოდენბოა 12 000-ზე მეტია.