მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კაცი კოვიდპასპორტის არქონის გამო პიცერიაში 400 ევროთი დააჯარიმეს

დაჯარიმება რესტორანში

იტალიის ქალაქ როვიგოში კაცი პიცერიაში მწვანე, ე.წ. კოვიდ პასპორტის არ ქონის გამო დააჯარიმეს. ინფორმაციას unian-ი ავრცელებს.

კაცი 400, ხოლო კვების ობიექტი 1000 ევროთი დაჯარიმდა.

კოვიდპასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ან მინიმუმ ერთი დოზით აცრის შესახებ.

უფრო კონკრეტულად კი, იტალიაში ბარებსა და რესტორნებში მოქალაქეები კოვიდპასპორტის გარეშე არ დაიშვებიან. 1-ლი სექტემბრიდან კი მათი მოქმედების არეალი სკოლებში, უნივერსიტეტებში და ტრანსპორტში გავრცელდება.