მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კოვიდპასპორტის ქონა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

კოვიდპასპორტები იტალიაში სავალდებულო გახდა

იტალიაში, ყველა სექტორში დასაქმებულებისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახდა. მთავრობამ შესაბამის დადგენილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი წესი 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, ყველა სახელმწიფო და კერძო კომპანიის თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადებისას ე.წ. „მწვანე სერტიფიკატის“ წარდგენა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა დაევალებათ.

ე.წ. „მწვანე საშვი“ ასახავს რომ პირმა, COVID 19-ის ვაქცინის საწინააღმდეგო სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, აქვს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციისთვის, იტალიაში მოსახლეობის 65% სრულად ვაქცინირებულია. ხელისუფლების მიზანია, რომ ერთ თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს.