მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ევროპაში ვაქცინაცია ძალზე ნელა მიმდინარეობს

ვაქცინაცია ევროპაში ნელა მიდის

ევროპის რეგიონში ვაქცინაცია ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ინფორმაციას aljazeera.com ავრცელებს. 

„ვაქცინის განაწილება დაუშვებლად ნელა მიმდინარეობს. ამის გამო კვლავ იმ სოციალური ზომების გატარება გვიწევს, რასაც ვაქცინაციამდე ვატარებდით“ - განაცხადა ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ.

ევროპაში ამ დროისთვის მოსახლეობის 10% არის ერთი დოზით ვაქცინირებული და მხოლოდ 4%-ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული. პარალელურად ინფიცირების ზრდა არის დაფიქსირებული, გასულ კვირას დაავადების 1,6 მლნ შემთხვევა გამოვლინდა და 24 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან კი ევროპაში COVID19-ის 45 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. 1 მლნ ადამიანი გარდაიცვალა.