მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: პანდემია წლის ბოლომდე არ დასრულდება

ჯანმო პანდემიაზე

„COVID 19-ის პანდემია წლის ბოლომდე არ დასრულდება,“ - ამის შესახებ ჯანმოს მაღალჩინოსანმა მაიკლ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას euronews.com იუწყება. 

როგორც რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ამჟამად ვირუსი სერიოზული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი“.

რაიანს მიაჩნია, რომ თუ ვაქცინა როგორც სიკვდილიანობას, ასევე, ვირუსის გადაცემის რისკს სერიოზულად შეამცირებს, მაშინ პანდემიის დასრულება დაჩქარდება.

პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსის 115,076,970 შემთხვევა დაფიქსირდა. 2,552,234 პაციენტი გარდაიცვალა.