მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ COVID19-ის სამკურნალოდ ანტისხეულების შემცველი პრეპარატები დაამტკიცა

ახალი პრეპარატი კოვიდის სამკურნალოდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID19-ის სამკურნალოდ ანტისხეულების შემცველი პრეპარატები, კაზირივიმაბი და იმდევიმაბი დაამტკიცა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ასევე, ჯანმო მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ფასების დაკლებისა და პრეპარატის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატების კომბინაცია იმ პაციენტებში იყო ეფექტიანი, ვინც არ იყო დაავადებული, რათა ჰოსპიტალიზაციის ალბათობა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.

ანტისხეულებით მკურნალობა აშშ-ში მას შემდეგ გახდა დაშვებული, რაც ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის დროს გამოიყენეს. შემდეგ მსგავსი ტიპის პრეპარატები დიდ ბრიტანეთშიც დაამტკიცეს.

პრეპარატი მონოკლონალური ანტისხეულების პრეპარატებს მიეკუთვნება, რომელთა გამოყენება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ონკოლოგიის მკურნალობის დროს გამოიყენებოდა.

პრეპარატის შემქმნელი პრეპარატის, კომპანია Regeneron-ის ინფორმაციით, ინდოეთში ეს წამალი 820 აშშ დოლარი ღირს, გერმანიაში 2000 და აშშ-ში 2100 დოლარი. მონოკლონალური ანტისხეულების შემცველი პრეპარატის ერთი გრამი დაახლოებით 100 დოლარი ღირს. მისი წარმოება და გამოყენება სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. რაც შეეხება ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, იქ ეს წამლები იუნისეფის და ჯანმოს მიერ სხვა პრეპარატების მსგავსად გადანაწილდება.

ასევე ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს კომპანია Regeneron-ს, რომ მან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს პრეპარატის ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და ფასი უფრო მისაღები იყოს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები

როდის დასრულდება პანდემია? ოთხი სავარაუდო სცენარი - BBC

რის გაკეთება შეუძლიათ ან როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება ორჯერ ვაქცინირებულებმა? - CNN