მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილს“ სახელი გადაარქვა

„მაიმუნის ყვავილი“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაწყვიტა „მაიმუნის ყვავილს“ ახალი სახელი დაარქვას.

ჯანმოს შემოაქვს ტერმინი mpox (ინგლისური სახელწოდების შემოკლება „monkeypox“). გადაწყვეტილების ახსნისას ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაავადების ტრადიციულ სახელს ზოგჯერ რასისტულ და სტიგმატიზებულ კონტექსტში იყენებდნენ.

ჯანმოს ინფორმაციით, ტერმინი mpox შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ინგლისურ, ასევე სხვა ენებზე.

ახალი სახელწოდება ძველთან ერთად ოფიციალურად ერთი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული, შემდეგ კი მთლიანად ჩაანაცვლებს.