მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა

აფეთქება ქაბულის აეროპორტთან

სააგენტო „როიტერი“ ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქების შესახებ იუწყება. აღნიშნულ ინფორმაციას მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირები და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები.

შეგახსენებთ, რომ ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. „თალიბანის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. დაშავებულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულის აეროპორტზე შეტევას გეგმავს.