მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კამერუნში ღამის კლუბში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში ტყის ხანძრების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

„ინციდენტი გამოწვეული იყო ფეიერვერკების აფეთქებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ღამის კლუბში“, - განაცხადა მთავრობამ.

ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი გავრცელდა იმ ადგილას, სადაც გაზს ინახავდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.