
კანადის დასავლეთ ნაწილში, სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე კიდევ 160 ბავშვის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ nation.com.pk იუწყება.
საფლავები კუნძულ კუპერზე აღმოაჩინეს, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე ძირძველი მოსახლეობის სკოლა-ინტერნატი მდებარეობდა.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მსგავსი სკოლა-ინტერნატების ტერიტორიაზე ძირძველი მოსახლეობის ბავშვებს სასტიკად ექცეოდნენ. 2021 წლის მაისში კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბია, ბავშვების 215 საფლავი აღმოაჩინეს.