მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში 70 დღის წინ დაკარგული სამხედროები იპოვეს

ყარაბაღში დაკარგული სომეხი სამხეროები იპოვეს

მთიან ყარაბაღში დაახლოებით 70 დღის წინ დაკარგული 6 სომეხი სამხედრო ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ "ფეისბუქში" არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა დაწერა.  ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, სამხედროები იმ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელიც 10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა. დაკარგული სამხედროების მოძიება წითელი ჯვრის კომიტეტის და რუსი სამხედროების დახმარებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 44 დღე, 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი ოფიცერი გარდაიცვალა

🔅 ფაშინიანის ინფორმაციით ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები ალყაში მოექცნენ