უცხოეთი

„ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში მეტი ევროპის მოწოდებით, ეს კარგი საფუძველია რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა გატარდეს“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი
1656013530
დაკოპირებულია

ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრა. 

„ეს არის ისტორიული დღე. აღიარებული იქნა ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივა. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში მეტი ევროპის მოწოდებით. ეს კარგი საფუძველია იმ რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა გატარდეს. საქართველოს საკითხს დავუბრუნდებით, როგორც კი ისინი ევროკომისიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა მაკრონმა. 

ამავე თემაზე: 

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

🔴 „ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“ - შარლ მიშელი

🔴 „ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - სალომე ზურაბიშვილი