მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში, სამხედრო ნაწილის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, სამხედრო ნაწილის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, ჟამბილის რეგიონში სამხედრო ნაწილის საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექვსი ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„ჟამბილის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი თორმეტ ადამიანს აღწევს. განახლებული მონაცემებით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნია კიდევ სამი პირის ცხედარი, რომლებიც აფეთქების შემდგომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაიღუპნენ. მათი ვინაობა დადგენილია“, - ნათქვამია ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, საწყობში საბრძოლო მასალა ინახებოდა.

„საინჟინრო საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილი ხანძრის მიზეზები დადგენილი არ არის, განიხილება სხვადასხვა ვერსიები“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ჟამბილის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე აფეთქება 27 აგვისტოს მოხდა.