მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრებში და რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუშვებენ

ყაზახეთში მოლებში შეშვების წესი

ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში და კაფეებში ორჯერ ვაქცინირებული პირები შეძლებენ შესვლას. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება COVID 19-ის ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად არის მიღებული. სავაჭრო მოლის ან რესტორანში მისვლის მსურველებს სპეციალური მობილური აპლიკაციით თავისი „მწვანე“ სტატუსი უნდა წარადგინოს, რაც ვაქცინაციას, ტესტის უარყოფითი პასუხის ან ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას გულისხმობს.

სექტემბერში ყაზახეთში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გახსნა იგეგმება. მათი უმეტესობა 2020 წლის მარტიდან არ ფუნქციონირებს.

ყაზახეთში ამჟამად 5,1 მლნ ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 823 189 ადამიანი ინფიცირდა. 8643 ადამიანი გარდაიცვალა.