მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიაში ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაიღუპა 12 და დაშავდა 31 ადამიანი

ხორვატიაშიში ავტობუსის ავარიაში მოყვა

ხორვატიის ჩრდილოეთით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი, რომელშიც მომლოცველები იყვნენ, თხრილში გადავარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. 

ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 31 კი დაშავდა. დაშავებულები ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისთვის იბრძვის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუკაშ იასინის განცხადებით, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანი პოლონეთის მოქალაქეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ავარიის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.