მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა.

მისი თქმით, კაშხლის განადგურება ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს და აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.