მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის მთავარ კომიკოსს ზელენსკის და მის ინგლისელ მფარველ ჯონსონს „გამარჯვებები“ ამერიკული ტელევიზიისთვის სჭირდებათ - თინა კანდელაკი დრონებით შეტევაზე

რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი მოსკოვზე დრონებით შეტევას ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოეხმაურა. 

„ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დრონებით შეტევასთან დაკავშირებით ჩემს გამოხმაურებას ელოდა. „დრონებით შეტევა“ - ზედმეტად ხმამაღლა ჟღერს. უკვე ვთქვი, რომ ვუყურებთ დაუსრულებელი სერიალის „კაპიტან უკრაინის“ თანმიმდევრულ ეპიზოდებს.

უკრაინული სატანკო კოლონები თითქმის „შედიოდნენ“ წითელ მოედანზე, ხარკოველმა კატა სტეპანმა ომისთვის მთელ მსოფლიოში მილიარდები იშოვა, ყველაზე ანტიჰუმანური ჯონსონი გახდა მთავარი უკრაინელი... ის, რაც 1 წლის წინ კარგად გამოიყურებოდა და მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს. 

თვითმფრინავი გაქრა, ბახმუტთან უკრაინული ტანკების კოლონები დაიწვა, კატა სტეპანი ხარკოვში დააბრუნეს, ხოლო უკრაინული სასაფლაოები დაღუპულებით გადაივსო. 

კიევის მთავარ კომიკოსს და მის ინგლისელ მფარველ რეჟისორს {ბორის ჯონსონი} ჯერ კიდევ სჭირდებათ „გამარჯვებები“, ამერიკული ტელევიზიისთვის და არა ფრონტზე. ისინი სანამ 6 დრონის ფრაგმენტებს აგროვებენ, ეთერში გადის შოუ უკრაინელების ფანტასტიკური „წარმატების“ შესახებ ინგლისური აქცენტით.  მტერი უნდა დაასრულო და გაანადგურო თავის ტერიტორიაზე“, - აცხადებს თინა კანდელაკი.