მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია Pfizer/BioNTech აშშ-ს დამატებით 100 მილიონ ვაქცინას მიაწვდის

Pfizer-ის 100 მლნ ვაქცინა

კომპანია Pfizer/BioNTech-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი  2021 წლის ივლისის ბოლომდე აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებით 100 მილიონ ვაქცინას მიაწვდიან. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამის შემდეგ აშშ-ში ამ კომპანიის ვაქცინების დოზების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მიაღწევს. ივნისის ბოლომდე ამ კომპანიამ აშშ-ს 70 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - ივლისის ბოლომდე.

აშშ-ში ამჟამად ოფიციალურად ორი კომპანიის, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინა არის რეგისტრირებული.

იხილეთ აგრეთვე:

👉 გიორგი გახარია: ვაქცინა იქნება, მაგრამ ამით გლობალური პანდემია არ დასრულდება

👉 BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია