მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ტრამპის გადაყენების მოთხოვნას მხარი დაუჭირა 232 კონგრესმენმა, წინააღმდეგ 197-მა. ის ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტრამპის განცხადებები ამბოხებისკენ მოწოდებები იყო.

კონგრესის ქვედა პალატაში კენჭისყრის შემდეგ ტრამპის იმპიჩმენტი ზედა პალატამ, სენატმა უნდა განიხილოს. თუმცა როგორც სენატის წარმომადგენელებმა განაცხადეს, ისინი საშობაო არდადეგებზე არიან და სხდომის ჩატარებას 19 იანვრამდე არ აპირებენ.

იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედების გადაწყვეტილება „დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღეს.

იმ დღეს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იქ მიმდინარე სხდომას ხელი შეუშალეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დააკისრეს. ტრამპი ამ ბრალდებებს უარყოფს.

იხილეთ აგრეთვე

YouTube-მა ტრამპის არხი დაბლოკა

Twitter-მა ტრამპის ექაუნთი ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაბლოკა