მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ახალი შტამი აშშ-ში

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც სპეციალისტთა აზრით, უფრო გადამდებია, აშშ-ში აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

შტამი შეერთებული შტატების კოლორადოს შტატში აღმოაჩინეს. ამის შესახებ Twitter-ში შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ეს იგივე შტამია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს. CNBC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული 20 წლის კაცია და ის აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ გასულა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული. ახალი შტამი უფრო გადამდებია, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმე კორონავირუსის სხვა შტამებს არ განსხვავდება.

იხილეთ აგრეთვე:

📀 კორონავირუსის ახალი შტამი ინდოეთშიც დადასტურდა

📀 COVID 19-ის ახალი შტამით ინფიცირების შესახებ საქართველოში 4 შემთხვევას იკვლევენ