
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, გერმანიამ 5 ქვეყანასთან დროებით საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
გერმანია დროებით ხურავს საზღვრებს საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, ლუქსემბურგთან და დანიასთან.
ცნობისთვის, გერმანიაში ინფექციის 4000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, ხოლო 76 588 დაავადებული გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, ქვეყანაში ვირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული.