მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ტესტი გერმანიაში ნებისმიერი ტრანსპორტით შესასვლელად სავალდებულო გახდება

გერმანიაში შესვლის წესები გამკაცრდა

კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესასვლელად 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, ეს წესი გერმანიაში ნებისმიერი ტრანსპორტით ჩამსვლელებზე გავრცელდება. გამონაკლისი იქნება 12 წლამდე ბავშვები, ასევე ის პირები, რომლებიც გერმანიის ტერიტორიით ტრანზიტით მიემგზავრებიან და ვაქცინაციის და კორონავირუსის გადატანის ცნობის მქონე პირები. ამასთანავე, იმ ქვეყნებიდან ჩასვლის შემთხვევაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია გავრცელებული, ტესტის წარდგენა ვაქცინაციის შემთხვევაშიც იქნება სავალდებულო.

აქამდე კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის წარდგენა გერმანიაში თვითმფრინავით ასვლის დროს იყო სავალდებულო, ახლა კი ის საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე გავრცელდება.