მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა შეიძლება, 2023 წლის შემოდგომაზე ხელმისაწვდომი იყოს - „მოდერნა“

„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი

„კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა, შეიძლება, 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - ამის შესახებ კომპანია „მოდერნას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გაჩნდეს.

ჩვენი მიზანია გვქონდეს ერთი წლიური გამაძლიერებელი, რათა არ გვქონდეს შესაბამისობის საკითხები, როდესაც ადამიანებს არ სურთ ზამთარში ვაქცინის ორი-სამი დოზის მიღება. ბევრი ქვეყანა უკვე სთავაზობს COVID 19-ის ვაქცინის მესამე დოზას თავის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებს და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, ხოლო ისრაელმა დაიწყო თავისი მოქალაქეების მეოთხე დოზის შეთავაზება“, - აღნიშნავს სტეფან ბანსელი.

იანვრის დასაწყისში, „მოდერნას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ადამიანებს, შესაძლოა, დასჭირდეთ მეოთხე დოზა 2022 წლის შემოდგომაზე, რადგან გამაძლიერებლების ეფექტიანობა COVID 19-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ შემცირდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე