მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - პესკოვი

კრემლის სპიკერი

რუსეთის ფედერაციის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ის საელჩოს განცხადება გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი“, იმ კანონის მსგავსია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიიღეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

პესკოვის თქმით, მოსკოვს არაფერი აქვს საერთო ამ კანონთან და სწორედ შეერთებული შტატებია პიონერი ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკაში.

პესკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, ქართული კანონპროექტის ერთი ვერსია ამერიკულის მსგავსია, ხოლო მეორე კი გაცილებით რბილი ხასიათისაა. 

პესკოვი აცხადებს, რომ არც ერთს და არც მეორეს საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან.

„კრემლისგან არაფერია შთაგონებული, კრემლს აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ იმ ადგილებში გადაადგილებისგან, სადაც დაძაბულობაა. 

„ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს ფრთხილად იყვნენ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოფიციალურ მოსკოვს  არანაირი სურვილი არ აქვს კომენტარი გააკეთოს და ჩაერიოს არსებულ ვითარებაში. 

მისი თქმით, რუსეთს საქართველოსთან „როგორც ასეთი“ ურთიერთობა ახლა არ აქვს.

ამასთან, პესკოვის განცხადებით, საქართველოში არეულობა კრემლის შეშფოთებას იწვევს, რადგან რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს საზღვრების პერიმეტრზე.

„ჩვენ მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი შეშფოთება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მშვიდობა იყოს“, - დასძინა დმიტრი პესკოვმა

შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

ცნობისთვის, პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად - ელენე ხოშტარია

👉 აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით 22 შეტყობინება შევიდა

👉 უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე - კონსტიტუციონალისტი

👉 ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! - დეკანოიძე კანონპროექტის გაწვევაზე