უცხოეთი

კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

ვალერი სოლოვეი
1633426346
დაკოპირებულია

„კრემლში სააკაშვილს ვერ იტანენ, მაგრამ საქართველოში მისი დაკავება სხვა მიზეზის გამო აწყობდა,“ - ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა ვალერი სოლოვეიმ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, ის ბუნებრივია, კმაყოფილია, რადგანაც ნებისმიერი კრიზისი მეზობელ ქვეყანაში მას აწყობს. კრემლი ყველანაირად ხელს უწყობენ კრიზისებს. კრიზისი დესტაბილიზაციისთვის შესაძლებლობებს ქმნის. მათ შეუძლიათ ამა თუ იმ საშუალებით ამაში ჩარევა, საქმის დაჭერა რომელიმე პარტიასთან ან ელიტასთან. მოსკოვს უყვარს მეზობლებთან კრიზისები“, - ამბობს ექსპერტი.

„გარდა ამისა, კრემლს გაუჩნდა საშუალება რომ თქვას - აი, ხედავთ, დაბრუნდა ადამიანი ქვეყანაში და ის დააკავეს, ნუ ჩვენთანაც ნავალნისთან დაკავშირებით იგივე მოხდა, თანაც სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია“, - განაცხადა ვალერი სოლოვეიმ.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე საქართველოში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნის მაგალითმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა.

„ისევე როგორც ნავალნის, მასაც სურდა პოლიტიკურ დინამიკაზე გავლენა მოეხდინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნავალნისთვისაც და სააკაშვილისთვისაც, სარისკო გადაწყვეტილება იყო. აქ გათვლა 100%-იანი სიზუსტით კი არა, ხშირად საერთოდ შეუძლებელია გათვლა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება მხოლოდ იმედი გქონდეს და გჯეროდეს. ამ ორიდან არც ერთ შემთხვევაში ამან არ იმუშავა“, - აცხადებს ვალერი სოლოვეი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“

🔴 „დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

🔴 „გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე