
კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მედიის ცნობით, ხანძარი უკონტროლოა და მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.
საწვავის საცავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 77 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ახლომდებარე უბნებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
👉 წყალდიდობამ პაკისტანში 550 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - CNN
👉 ხორვატიაში ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაიღუპა 12 და დაშავდა 31 ადამიანი