მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ - პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე თქვა, რომ მალე ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღი განთავსდება

პუტინი ლუკაშენკო

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ ჩავიდა რუსეთში კრემლის ლიდერთან შესახვედრად. 

ლიდერები ერთმანეთს სოჭში არაოფიციალურად შეხვდნენ.

შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება 7-8 ივლისს ობიექტების მომზადების დასრულებისთანავე დაიწყება. 

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება. ასე რომ ყველაფერი კარგად და სტაბილურად არის“, - განაცხადა პუტინმა.