
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პუტინი თავს კარგად გრძნობს.
„ყველაფერი კარგად არის, იგი ჯანმრთელია. როგორც უკრაინელი, ასევე ამერიკელი და ბრიტანელი საინფორმაციო „სპეციალისტები“ ბოლო თვეების განმავლობაში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი ჭორი დადის, მაგრამ, მათი ინფორმაციით, ის სრულად ჯანმრთელია.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
📌„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი
📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი
📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი