მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვიამ ომის მხარდაჭერის გამო რუსეთის 102 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ლატვიაში არასასურველი პირების სიას კიდევ რუსეთის 102 მოქალაქე დაამატა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

„ლატვია აგრძელებს კრემლის მხარდამჭერების ლატვიაში შესვლის შეზღუდვას და გააგრძელებს ამას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება ითვალისწინებს ლატვიაში 102 პირის შესვლას განუსაზღვრელი ვადით. სიაში შეყვანილი პირები ცალსახად ამართლებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

„ლატვია კატეგორიულად გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომს, სადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ყოველდღიურად იხოცებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების სასტიკი ქმედებების შედეგად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს - BBC

✔️ ევროკავშირი უკრაინას მძიმე შეიარაღებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს - ჯოზეფ ბორელი

✔️ შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ

✔️ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი